თავში

მთავრობა ახალ საინვესტიციო სტრატეგიაზე მუშაობს

მთავრობა ახალ საინვესტიციო სტრატეგიაზე მუშაობს
მთავრობა ახალ საინვესტიციო სტრატეგიაზე მუშაობს

მიმდინარეობს მუშაობა ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შექმნაზე, - ამის შესახებ ნათქვამია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარეგინა.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის დეკემბერში მომზადდა სექტორების შეფასების დოკუმენტი და განისაზღვრა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრიორიტეტული სექტორები, შემუშავდა სსიპ − "აწარმოე საქართველოში" პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა.

საანგარიშო პერიოდში პრიორიტეტული სექტორებიდან შესწავლილ იქნა 5,000-მდე კომპანია და შეირჩა 475 სამიზნე კომპანია, რომლებთანაც უკვე მიმდინარეობს პროაქტიული კომუნიკაცია. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ორგანიზება გაეწია 10 საერთაშორისო საინვესტიციო ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა: Acciona, Dubai Investments, PVH, Accenture, HCL, IBM, Dell Technologies და ა.შ. Bloomberg Media-სთან ერთად განხორციელდა საერთაშორისო საიმიჯო საინვესტიციო კამპანია − Pleasure Doing Business in Georgia. სარეკლამო კამპანიის მიზანი იყო საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესის კეთების ადგილმდებარეობის წარმოჩენა. სარეკლამო კამპანიის მედიამიქსი მოიცავს სატელევიზიო, ინტერნეტ და ციფრულ რეკლამას Bloomberg-ის მედიაპლატფორმებზე. საანგარიშო პერიოდში შეიქმნა 9 საინვესტიციო გზამკვლევი და საინვესტიციო პროექტების კატალოგი, რომელიც მოიცავს 70-მდე კერძო და სახელმწიფო საინვესტიციო პროექტს”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო სექტორული რეიტინგებისა და ციფრული პლატფორმების ორგანიზატორებთან. 

აღმასრულებელი ხელისუფლების განმარტებით, მარტში გაუმჯობესდა საქართველოს პოზიცია საერთაშორისო მასშტაბით BPO სექტორის მოწინავე პლატფორმა SSON Analytics-ზე. მთავრობის განმარტებითვე, საქართველო დაემატა fDI Benchmark პლატფორმაზე, რომლის მეშვეობით პოტენციურ ინვესტორებს შეუძლიათ ქვეყნების შედარება სხვადასხვა სექტორის საინვესტიციო პოტენციალის მიხედვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system