თავში

მთავრობა აკვაკულტურის გააქტიურებას გეგმავს

მთავრობა აკვაკულტურის გააქტიურებას გეგმავს
მთავრობა აკვაკულტურის გააქტიურებას გეგმავს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „აკვაკულტურის შესახებ“ ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა. 

საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ბიუროს სხდომაზე განცხადება გააკეთა.

საქართველოს ფარდობითი უპირატესობა წყლის რესურსებში გვაძლევს იმის საშუალებას რომ აკვა კულტურის მიმართულება რეალურად გავააქტიუროთ. აკვა კულტურა იგივე თევზის და ზღვის პროდუქტების ხელოვნურად მოშენება, წარმოება, თავის თავში, ჩვენი არსებული პოტენციალის ათჯერ და თხუთმეტჯერ უფრო დიდ წარმოებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა ვაინიცირებთ ახალ კანონს აკვა კულტურის შესახებ, რომლის ბენეფიციარები იქნებიან მცირე და საშუალო მეწარმეები. ადგილობრივი კოოპერატივებს მიეცემათ განსაკუთრებით დიდი ბენეფიტები, ეს სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის დარგის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას იწვევს, როგორც იმპორტის ჩანაცვლების, რადგან დაახლოებით 22000 ტონამდე იმპორტი შემოდის და ჩვენი რეალური შესაძლებლობა 30-დან 50 ათას ტონამდე თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოება არის. შესაბამისად, როგორც იმპორტის ჩანაცვლება ასევე ექსპორტზე გატანა და ევროკავშირის ქვეყნებში შეტანა, როგორც ორგანული და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება, ეკოტურიზმის განვითარება. ამ კანონპროექტის თანახმად, 2024 წლამდე სანებართვო გადასახადისაგან ათავისუფლებს დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ერთი ფანჯრის პრინციპი ამოქმედდება და ეს კანონი იძლევა შესაძლებლობას რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, სამინისტრომ, განახორციელოს გრანტებისა და მცირე სოფლის მეურნეობის წამახალისებელი პროგრამები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს, კანონპროექტის მიღების და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system