თავში

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან თანამშრომლობის აღდგენას არ გეგმავს

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან თანამშრომლობის აღდგენას არ გეგმავს
მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან თანამშრომლობის აღდგენას არ გეგმავს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ანაკლიის კონსორციუმთამ ამ ანაკლიი პორტის პროექტის გაგრძლების პოტენციალს მთავრობა ვერ ხედავს.

ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პროექტის კონსორციუმთან გაგრძელების პოტენციალს. ეს პროექტი კონსორციუმთან ერთად აქამდე უნდა ყოფილიყო განხორციელებული, ეს ვერ მოხერხდა სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი ძალიან ლიბერალური მიდგომისა და მხარდაჭერისა, ძალიან დაგვიანდა პროექტის განხორციელება. ამიტომ, ამ კონსორციუმის მონაწილეობის რესურსს პროექტში ვერ ვხედავთ. პირიქით, იმისთვის, რომ პროექტი წარმატებით წავიდეს წინ, ჩვენ მანდ უნდა ვეძებოთ ახალი საინვესტიციო პოტენციალი, ახალი კონფიგურაცია, ახალი ინვესტორები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, დაინტერესდებიან ამ პროექტით“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა მსგავსი პოზიცია რამდენიმე დღის წინაც დააფიქსირა. ნათია თურნავამ 14 მაისს გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დაუბრუნდეს.

ცნობისთვის, ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელების სურვილი კი, მთავრობასთან თანამშრომლობით კონსორციუმმა გამოთქვა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს.

9 იანვარს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულებას შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ძებნა დაიწყო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system