თავში

მთავრობა ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე მუშაობს

მთავრობა ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან საჰაერო
მთავრობა ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე მუშაობს

დღეს ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს ვესაუბრე იმ პერსპექტივებზე, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია აღვადგინოთ მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც ონლაინ შეხვედრა ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან, იაროსლავ ნარკევიჩთან გამართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი.

„ჩვენ ვემზადებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის. პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ველოდებით ტურისტულ ნაკადებს. მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ უკვე გამოხატა სურვილი, რომ აღდგეს რეგულარული მიმოსვლა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, ასევე ბალტიის ორ დანარჩენ სახელმწიფოსთანაც. ვიცით, რომ ბალტიის სამ სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად უკვე აღდგენილია მიმოსვლა თავისუფალ რეჟიმში მოქალაქეების და ჩვენ ვმუშაობთ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან შევძლოთ, ამ ქვეყნებიდანაც ვუმასპინძლოთ ტურისტებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system