თავში

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის
მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის

კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონიმიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა. გიორგი გახარიას განმარტებით, ბანკებს ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი გაუჩნდებათ.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მილიონი ლარი, რასაც ექნება თავისი მიზნობრივი მიმართულებები.

ეს მიზნობრივი მიმართულებები არის შემდეგი: საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომლისთვისაც განსაზღვრული იქნება 300 მილიონი ლარი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მეწარმეების დახმარებისთვის. აქ, რა თქმა უნდა, ძირითადი მიმართულება და მიზნობრივი ჯგუფი იქნებიან მცირე და საშუალო მეწარმეები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ინსტრუმენტით შევძლებთ 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გამყარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მისცემს გარანტიის საშუალებას 90%-ზე სესხის, ეს არის უკიდურუსად მნიშვნელოვანი განსაკუთრებით იმ მეწარმეებისთვის, რომლებსაც დაწყებული აქვთ გარკვეული პროექტები და ამ კრიზისულ პერიოდში გაბედავენ და გადადგამენ ნაბიჯს ახალი მიმართულებებისა და ახალი ბიზნესების შესაქმნელად. თუმცა იმ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ძველი სესხები, რესტრუქტურიზაციის სახით, სახელმწიფო შეეხიდება 30%-ის გარანტირების ნაწილში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system