თავში

მთავრობა ბიზნესისა და მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს

მთავრობა ბიზნესისა და მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს
მთავრობა ბიზნესისა და მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს

"ვმუშაობთ ფინანსური რესურსების რაციონალური გადანაწილებისთვის, "- ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

საუბარია მთვარობის მხარდამჭერ მეოთხე ფაზაზე, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პრემიერთან ერთად ამუშავებს. 

ესაა გეგმა, რომლითაც მთავრობა მოსახლეობას და ბიზნესს მიზნობრივ დახმარებებს გაუგრძელებს. 

დიდი ალბათობით, ამ კატეგორიაში მოხვდება სამსახურდაკარგული მოქალაქეები და ყველაზე მაღალი დარტყმის ქვეშ მყოფი ბიზნესები, რომლის წარმომადგენლებსაც პრემიერი სექტორალურად შეხვდება.

„საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის დაწყების დღიდან განაცხადა პრინციპი რესურსების რაციონალური გადანაწილების, პირველ რიგში როგორც ბიზნესის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩვენ დავიწყეთ ახალი ტალღის უკვე მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული, როგორც კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაწილში ასევე, ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში. რამდენიმე უკვე აპრობირებული მექანიზმი, რომელმაც კარგად იმუშავა წინა ეტაპებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის - ეს არის მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მათი მხარდაჭერის, მიზნობრივი მხარდაჭერა ყველაზე მოწყვლადი ოჯახების, და ასევე, ყველაზე დარტყმის ქვეშ მყოფი ბიზნეს სექტორების საგადასახადო შეღავათების მთელი პაკეტი. ჩვენ ახლა ამ ყველაფრის მოდერნიზებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დავიწყოთ შეხვედრები როგორც კონკრეტული ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან იმისთვის, რომ ერთად ვიპოვოთ ის გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკას შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი და ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეკონომიკური საკითხებისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო პარტნიორები მიიღებენ.

"ჩვენ გვეჭირა ბალანსი ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლისა და ეკონომიკის გადარჩენასთან მიმართებით და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, რამეთუ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ეკონომიკას უნდა შევუნარჩუნოთ”, - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system