თავში

მთავრობა ბიზნესისთვის ახალ პროტოკოლზე მუშაობს

მთავრობა ბიზნესისთვის ახალ პროტოკოლზე მუშაობს
მთავრობა ბიზნესისთვის ახალ პროტოკოლზე მუშაობს

"ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან. თვითონ სარესტორნე ბიზნესიც ჩართულია ამ მუშაობაში. საუბარია განახლებულ პროტოკოლებსა და წესებზე," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდება ბიზნესს იმისთვის, რომ რესტორნების შიდა სივრცეების უსაფრთხოდ მუშაობა შეძლონ.

„ვიმსჯელებთ, თუ რამდენად ვართ მზად შიდა სივრცეების გასასახსნელად და საბჭოს წარვუდგინოთ ერთობლივი წინადადებები. გარდა ამისა, გვექნება საშუალება ვისაუბროთ ღია სივრცეების გახსნის პირველ ეტაპზე. რა დაგვანახა და რა პრობლემებია გადასაწყვეტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღეიდან რესტორნები გაიხსნა, თუმცა სტუმრების მიღება მხოლოდ ღია სივცეებში შეეძლებათ. დახურულ სივრცეში მუშაობა მათ ისევ ეკრძალებათ. რესტორნები არ იმუშავებენ შაბათ-კვირას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system