თავში

მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს

მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს
მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს

გასულ წელს, როცა ჩვენი ეკონომიკა ყვაოდა, მხოლოდ 7%-ს ვუსუბსიდირებდით ბიზნესებს, როცა ისინი საბანკო სესხს იღებდნენ. დღეს მზად ვართ, რომ გავზარდოთ ეს 7% და სესხის პროცენტის თითქმის სრული ოდენობა, თეთრთმეტნახევარი პროცენტი დავასუბსიდიროთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა ანტიკრიზიული გეგმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პერიოდი 24 თვიდან 36 თვემდე გაიზრდება.

" დღეს, როცა ბიზნესს გაუჭირდა, ბანკებსაც გაუჭირდება სესხების მარტივად გაცემა და ჩვენ მზად ვართ, რომ გავზარდოთ ეს 7 % და სესხის პროცენტის თითქმის სრული ოდენობა, თეთრთმეტნახევარი პროცენტი დავასუბსიდიროთ ჩვენი სახელმწიფო სახსრებით. ეს მისცემს ბიზნესებს საშუალებას, რომ სული მოითქვან და პრაქტიკულად უპროცენტო სესხით ისარგებლონ 36 თვე,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე თურნავამ აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება.

იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც. აქამდე სახემწიფო ბიზნესსესხის მხოლოდ 7 %-ს ფარავდა, ახლა მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუბსიდირებს. 

ნათია თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system