თავში

მთავრობა, ბიზნესთან ერთად, 2,5 მლრდ-ის ინვესტირებას გეგმავს - ღარიბაშვილი

მთავრობა, ბიზნესთან ერთად, 2,5 მლრდ-ის ინვესტირებას გეგმავს - ღა
მთავრობა, ბიზნესთან ერთად, 2,5 მლრდ-ის ინვესტირებას გეგმავს - ღარიბაშვილი

ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგად, გაშენდა 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი და დაახლოებით, 13 000 ჰექტარი ხეხილის ბაღები, მრავალწლოვან კულტურებს ვგულისხმობ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამებით, დაახლოებით, 50 000 ბენეფიციარი, ფერმერი სარგებლობს.

„1 700 სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა, 1 000-ზე მეტი წარმოება გაფართოვდა ამ პროგრამების შედეგად. მომდევნო წლების განმავლობაში, გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებისა, რეალური ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, დაახლოებით, 2,5 მლრდ. ინვესტირება ბიზნესთან ერთად, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1 300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება აღნიშნული პროგრამების ფარგლებში. ჯამში, ეს გამოიწვევს, დაახლოებით, 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა, დაახლოებით, 20 000 სამუშაო ადგილი, ბოლო 5 წელიწადში და ინვესტირებული იყო, დაახლოებით, მილიარდი ლარი. ეს არის რეალური ფაქტები, რომელიც მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system