თავში

მთავრობა და ბიზნესი დღგ-ს შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელებს

მთავრობა და ბიზნესი

1 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ და „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ ინიციატივით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბარათაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრა მიზნად ისახავს საგადასახადო კოდექსის დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ დებულებებში კანონის პროექტით დაგეგმილი ცვლილებების განხილვას. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დირექტივებთან მიახლოების მიზნით მოსალოდნელი ცვლილებები დღგ-ს მარეგულირებელ თითქმის ყველა დებულებას შეეხება და სრულიად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება საკანონმდებლო ნორმები.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართება.

შეხვედრას, რომელსაც 80-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება, ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. 

შეგახსენებთ, დღგ-საგან გათავისუფლებას უკვე წლებია ითხოვს მეფრინველეთა ასოციაცია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system