თავში

მთავრობა და ექსპერტები ქვეყნის საინვესტიციო გეგმას ამუშავებენ

მთავრობა და ექსპერტები ქვეყნის საინვესტიციო გეგმას ამუშავებენ
მთავრობა და ექსპერტები ქვეყნის საინვესტიციო გეგმას ამუშავებენ

უცხოელ ეკონომისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მთავრობის მიერ საინვესტიციო გარემოს, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები სწორი და მნიშვნელოვანია. ექსპერტების რეკომენდაციით, ამ თვალსაზრისით საქართველომ ძალისხმევა უნდა განაგრძოს.

საუბრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია უშუალოდ კონცენტრირება ბიზნესგარემოზე და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, რათა ქვეყანაში ბიზნესგარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და განვითარდეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გლობალური პროცესების შედეგად გაჩნდა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მობილიზების ახალი შესაძლებლობა, რომლის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას და შესაბამისად, ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID-ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება. სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ანალიტიკოსები და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system