
ბევრი პროგრამა და პროექტი, რომელიც დაანონსებული გვქონდა, გადაიხედება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მინისტრმა ისაუბრა 2020 წლის ბიუჯეტზე და თქვა, რომ მოხერხდა 2 მილიარდის მობილიზება იმ მიმდინარე ხარჯებიდან, რაც გათვალისწინებული იყო.
„ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო დახმარების მიღებაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ამ დახმარების იმედი გვაქვს. ასევე, როცა ვსაუბრობთ 14 მილიარდიანი ბიუჯეტიდან 2 მილიარდის გამოყოფაზე, ყველას ესმის, რომ ის პროგრამები და პროექტები, რომლებიც გაჟღებული გვქონდა გადაიხედება, ასევე, სხვა ხარჯების შემცირება მოგვიწევს. კრიზისული ბიუჯეტი საბოლოო სახეს მიიღებს მას შემდეგ, რაც გვეცოდინება პერიოდი, რაც დაავადებასთან ბრძოლისთვის დაგვჭირდება, ასევე გვეცოდინება ის სიმძიმე, რომელიც ეკონომიკას დააწვება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, მთავრობამ ეკონომიკის მხარდასაჭერად 2 მლრდ ლარ გამოყო.
ბელა გელაშვილი
ავტორი