თავში

მთავრობა დამატებით საშეღავათო პაკეტებზე მსჯელობს

მთავრობა დამატებით საშეღავათო პაკეტებზე მსჯელობს
მთავრობა დამატებით საშეღავათო პაკეტებზე მსჯელობს

"დამატებითი გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე იქნება მიღებული. ნებისმიერი პროგრამის გასაგრძელებლად, რომელიც საგადასახადო შეღავათებს ეხება და ბიუჯეტში დღემდე არ ყოფილა ასახული, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო," - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

პანდემიის გამო დაწესებული საშემოავლო და სხვა სახის შეღავათები მაისის თვის ბოლომდე მოქმედია. მინისტრ ხუციშვილის თქმით, არსებული პროგრამების დასრულების შემდეგ შესაძლებელია, იმსჯელონ მომავალში იქნება თუ არა დამატებით სხვა საშეღავათო პაკეტები.

„რაც შეეხება იმ სტიმულირების პაკეტს, რომელიც გასული წელს, 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ასევე, წელსაც 6 თვის განმავლობაში გრძელდება. შესაბამისად, მისის თვეში აღნიშნული შეღავათები მოქმედია, როგორც კომპენსაციის ასევე საგადასახადო შეღავათების ნაწილში, ხოლო ტურიმის ნაწილში წლის ბოლომდეა შეღავათები, რომელიც უშუალოდ ქონების გადასახადს ეხება. მნიშვნელოვანია ის, რომ შევძელით და ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად, აღნიშნული საგადასახადო შეღავათები ბიუჯეტიდან უწყვეტად დაფინანსდა. დამატებითი გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე იქნება მიღებული. ნებისმიერი პროგრამის გასაგრძელებლად, რომელიც საგადასახადო შეღავათებს ეხება და დღემდე ბიუჯეტში ასახული არ ყოფილა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, როგორც საგადასახადო ნაწილში, ასევე საჭიროებს ბიუჯეტის კორექტირებას იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ბიუჯეტში ასახული არ არის და გაგრძელდება. შესაბამისად, თვის ბოლოს შეგვეძლება, ვიმსჯელოთ აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system