თავში

მთავრობა დასაქმებულთა ხელფასებს ასუბსიდირებს

მთავრობა დასაქმებულთა ხელფასებს ასუბსიდირებს
მთავრობა დასაქმებულთა ხელფასებს ასუბსიდირებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ წინასწარი პროგნოზების თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს -4 პროცენტიანი შედეგით დაასრულებს, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ 2021 წელს ეკონომიკა სულ მცირე, 4 პროცენტით გაიზარდოს, რითვისაც, თურნავას თქმით, მთავრობა ყველაფრს გააკეთებს.

ამის შესახებ ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების დღეს გამართულ პრეზენტაციაზე სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს არის საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ბიზნესისთვის შეთავაზებული შეღავათი, რაც გულისხმობს, რომ 1500 ლარამდე ოდენობის ხელფასის მქონე დასაქმებულზე ბიზნესს შეღავათი ექნება საშემოსავლო გადასახადის გადახდაში, მათ შორის 750 ლარის მქონე დასაქმებულზე საშემოსავლო გადასახადი საერთოდ განულდება. ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, ხელისუფლებას გადაუნაწილოს ტვირთი, რაც მათ აწევთ დღეს, როდესაც შემოსავალი შეუმცირდათ და გასაცემი აქვთ ხელფასები. ამ ღონისძიების ფარგლებში მაქსიმალურად ვუდგავართ გვერდით ბიზნესს, რათა დასაქმებულები შეინარჩუნონ. მიუხედავად იმისა, რომ ვზრუნავთ ადამიანებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, რომლებიც იყვნენ თვითდასაქმებული და დაკარგეს შემოსავალი, არც ერთი დახმარება არ არის რეგულარული ხელფასის ტოლფასი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, კომპანიებმა შეინარჩუნოს ხელფასების გადახდის შესაძლებლობა.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს საშემოსავლო გადასახადის შეღავათის გზით, შეინარჩუნონ ადამიანები დასაქმებულებად, შეინარჩუნონ ხელფასების გადახდის შესაძლებლობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე თურნავამ აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება.

იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც. აქამდე სახემწიფო ბიზნესსესხის მხოლოდ 7 %-ს ფარავდა, ახლა მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს.

ნათია თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system