თავში

მთავრობა დედაქალაქს ბიუჯეტს უზრდის

მთავრობა დედაქალაქს ბიუჯეტს უზრდის
მთავრობა დედაქალაქს ბიუჯეტს უზრდის

მიმდინარე მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თბილისის მერიის მოთხოვნის საფუძველზე მთავრობამ მერიისთვის გამოყოფილი ასიგნებების 100 მილიონი ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. გახარიას თქმით, თბილისის მერია ამ თახით საინტერესო პროექტების განხორციელებას გეგმავს.


"ძალიან საინტერესო და კარგი პროექტები აქვს თბილისის მერიას, რომელმაც შეძლო და მთავრობას დაუმტკიცა ამ პროექტების მნიშვნელობა და 100 მილიონი ლარით დავეხმარებით იმისთვის, რათა ქალაქი გახდეს როგორც ტურისტულად უფრო მიმზიდველი, ასევე ჩვენი მოქალაქეებისათვის უფრო კომფორტული", - ამბობს გიორგი გახარია.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. დოკუმენტი სამთავრობო განხილვის შემდეგ, პარლამენტს გადაეგზავნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system