თავში

მთავრობა ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს

მთავრობა ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს
მთავრობა ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს

"არ ვაპირებთ და არ ვართ მზად, მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკის აღსადგენად, ეპიდემიოლოგიური, კლინიკური მართვის ნაწილში მიღწეული წარმატება ეკონომიკურ განზომილებაზე უნდა გადავიტანოთ.

„ეს ყველაფერი იმისთვის გვჭირდება, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკა, ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ, ჩვენ ყველანი, მოქალაქეებთან ერთად პირველ რიგში ვართ დაინტერესებული, რომ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს ვირუსის ეპიდემიოლოგიური, კლინიკური მართვის ნაწილში უნდა გადავიტანოთ ეკონომიკურ განზომილებაზეც და მოვახდინოთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ამისთვის გვჭირდება, რომ ვირუსის მენეჯმენტი და მართვა იყოს ეფექტური. პირბადის ტარება არ არის რთული მოთხოვნა, თუმცა როგორც ჩანს გარკვეული შეზღუდვების დაწესებაც მოგვიწევს და მე ვფიქრობ, რომ ამ შეზღუდვების ნაწილშიც ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად გაგებით მოეკიდებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ , კარგად გვესმის, რომ ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი დღეს ან განვლილი, 5-6 თვის შემდეგ რა თქმა უნდა ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება კრიტიკოსი და მაქებარი, ჩვენთვის მთავარია მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ., - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა სულ 1354-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system