თავში

მთავრობა ემიგრანტებისთვის ავიარეისებს დაასუბსიდირებს

მთავრობა ემიგრანტებისთვის ავიარეისებს დაასუბსიდირებს
მთავრობა ემიგრანტებისთვის ავიარეისებს დაასუბსიდირებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს ემიგრანტებისთვის მორიგი სუბსიდირებული რეისები დაიგეგმება.

მინისტრის თქმით, მგზავრები საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ კარანტინის რეჟიმს გაივლიან. 

"ორშაბათს გამოქვეყნდება გრაფიკი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ორგანიზებულად, ისე როგორც ამას აქამდე ვახორციელებდით, მოხდება ხელმისაწვდომი და სუბსიდირებული ფასებით ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი თანამოქალაქეების ჩამოყვანა სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან. ეს პროგრამა იცით რომ პანდემიის პერიოდში აქტიურად და წარმატებით ხორციელდება. ყველას ექნება შესაძლებლობა სახელმწიფოს ხარჯზე, კარანტინის გავლით ჩამოვიდნენ ქვეყანაში,"- განაცხადა ნათია თურნავამ. 

დღესვე პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ ფრენებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანია არ უნდა ახორციელებდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system