თავში

მთავრობა ფერმერებს ფინანსურად დაეხმარება

მთავრობა ფერმერებს ფინანსურად დაეხმარება
მთავრობა ფერმერებს ფინანსურად დაეხმარება

სახელმწიფო ფერმერების დახმარების პროგრამების დაფინანსებას არათუ ამცირებს, არამედ ზრდის. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ეპიდემიის ფონზე ქვეყანაში ძირითადი ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა და მთავრობა სოციალური დახმარების პაკეტში ფერმერების საჭიროებებს ითვალისწინებს. 

„ჩვენ, ჯერ ერთი გავაგრძელეთ საქმიანობა, ანუ ფერმერებმა გააგრძელეს საქმიანობა. მეორე, სახელმწიფო არც ერთი დახმარების პროგრამა არ შეჩერებულა, არც დაფინანსება შემცირებულა. პირიქით, ეკონომიკური დახმარების პაკეტში გათვალისწინებულია გაზრდილი დაფინანსება იმ უკვე არსებული პროგრამების, რომლებითაც ჩვენი ფერმერები სარგებლობენ. ნებისმიერ დაინტერესებულს, რომელიც ახლა უბრუნდება სოფელს და აქვს ინტერესი, რომ ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში, შეუძლია ამ პროგრამებით ისარგებლოს“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში 10-ზე მეტი ასეთი პროგრამა მოქმედებს.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ანტიკრიზისულ გეგმას ხვალ, 24 აპრილს, წარადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system