თავში

მთავრობა გაკოტრების პირას მყოფ კომპანიებს რეაბილიტაციაში დაეხმარება

მთავრობა გაკოტრების პირას მყოფ კომპანიებს რეაბილიტაციაში დაეხმარება
მთავრობა გაკოტრების პირას მყოფ კომპანიებს რეაბილიტაციაში დაეხმარება

დღეს მთავრობა „რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ” კანონპროექტს განიხილავს. ამის შესახებ პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, ეს კანონპროექტი  მისცემს კომპანიებს შესაძლებლობას, აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიის გაჯანსაღება, რაც პრემიერის თქმით, პირველ რიგში, ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რაც ყველას საერთო ინტერესია

დღეს ჩვენ განვიხილავთ ძალზედ მნიშვნელოვან ახალ კანონპროექტს, ეს გახლავთ „რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ” კანონპროექტი. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანონპროექტი და ეს მოუტანს სარგებელს ქართულ ეკონომიკას. ჩვენ წლების მანძილზე ვგრძნობდით, როგორ უჭირდათ კომპანიებს, რომლებიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ხვდებოდნენ. ეს არის კანონი, რომელიც მისცემს კომპანიებს შესაძლებლობას, აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიის გაჯანსაღება, რაც პირველ რიგში ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ჩვენი მოქალაქეებითვის სიკეთეს“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, „რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ” კანონპროექტზე იმუშავა იუსტიციის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system