თავში

მთავრობა ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს

მთავრობა ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს
მთავრობა ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს

მთავრობამ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიხედვით, გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფულის დაბანდებისას საქართველო ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს.

"ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით," - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განმარტებუით ამ გრანტის მიზანი იქნება ადგილობრივი დასაქმებული კადრების მომზადება და გადამზადება, რადგან უცხოელი ინვესტორები საქართველოში კვალიფიციური კადრების არარსებობას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებენ, და სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც მათ შეიძლება დასჭირდეთ. 

"ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, თუ რომელ დარგებზე გავავრცელოთ ეს ახალი პროგრამა და შევარჩიეთ ისეთი დარგები, რომლებიც მიეკუთვნება გადამამამუშავებელ ინდუსტრიას. კერძოდ, ეს არის ელექტრონიკა, ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება, მანქანათმშენებლობა, მანქანებისა და მოწყობილობების, მანქანა-დანადგარებისა და მათი ნაწილების წარმოება, ლოგისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის დამატებითი კომპონენტი, რომელიც დადებითად იმუშავებს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კონტექსტში. ამ ფინანსური მექანიზმით ჩვენ კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ ინვესტორებს, რომ საქართველო კვლავაც ერთ-ერთი მიმზიდველი ბაზარია რეგიონში“, - განაცხადა თურნავამ.

ესაა  უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი, რომელიც სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" ემატება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system