თავში

მთავრობა კაპიტალური ინვესტიციების 8%-იან მაჩვენებელს უმიზნებს

მთავრობა კაპიტალური ინვესტიციების 8%-იან მაჩვენებელს უმიზნებს
მთავრობა კაპიტალური ინვესტიციების 8%-იან მაჩვენებელს უმიზნებს

"აუცილებელია ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღება და საქართველოს როგორც რეგიონის ჰაბის პოპულარიზაცია, მისი ჰაბის როლის კიდევ უფრო გაძლიერება,"- ასე ფიქრობს პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი. 

მისი თქმით მთავრობა აგრძელებს სავაჭრო ურთიერთობების ლიბერალიზაციას და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, წარმატებით დასრულდეს მოლაპარაკებები ისრაელთან, ინდოეთთან და ერთ-ერთ ყველაზე ჩვენს მთავარ სტრატეგიული პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.

"ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ პოლიტიკური განზომილების მქონე მოცემულობა,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი და დასძენს, რომ ამის შედეგად ინვესტორისთვის საქართველო აღარ იქნება მხოლოდ ოთხ მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი და მას ექნება წვდომა რეგიონისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფარგლებში არსებული ქვეყნების სამომხმარებლო ბაზრებთან.

„იმისათვის, რომ ჩვენ ამ პროცესებიდან მივიღოთ მაქსიმალურ ეკონომიკური სარგებელი და თითოეული ადამიანისთვის სწრაფი ეკონომიკური ზრდა იყოს სარგებლის მომტანი, ანუ იყოს ინკლუზიური, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში განვითარდეს მაღალი ხარისხის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა. მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს შევეხო. პირველი, მომდევნო წლების განმავლობაში სახელმწიფო შეინარჩუნებს 8%-იან მაჩვენებელს კაპიტალური ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით და ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განვახორციელებთ ორჯერ მეტ ინვესტიციას ვიდრე ამას ვაკეთებდით წინა წლების განმავლობაში, რადგანაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ოც მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება ქვეყნის ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით," - ამბობს ლილუაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system