თავში

მთავრობა კორექტირებულ ბიუჯეტს პარლამენტს ათ დღეში წარუდგენს

მთავრობა კორექტირებულ ბიუჯეტს პარლამენტს ათ დღეში წარუდგენს
მთავრობა კორექტირებულ ბიუჯეტს პარლამენტს ათ დღეში წარუდგენს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტში დაახლოებით, ერთი კვირიდან ათი დღის ვადაში წარადგენს. ამის შესახებ გახარიამ განაცხადა.

"დღეის მონაცემებით, საბიუჯეტო ციფრებში რომ გადავიდეთ, რეალური მონაცემები იქნება შემდეგი - ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები დაახლოებით მილიარდ 800 მილიონი, 600 მილიონი ლარით ხარჯებს შევამცირებთ, რაც იქნება 300 მილიონი მიმდინარე ხარჯები და 300 - კაპიტალური. ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტნაკლები ზიანის და ზარალის გარეშე, ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში აქტუალური არ იქნება", - განაცხადა პრემიერმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system