თავში

მთავრობა მომსახურების სფეროს დიგიტალიზაციას გეგმავს

მთავრობა მომსახურების სფეროს დიგიტალიზაციას გეგმავს
მთავრობა მომსახურების სფეროს დიგიტალიზაციას გეგმავს

"ჩვენი მიზანია მომსახურების სფეროს გაციფროვნება 100%-იან ნიშნულზე ავიყვანოთ," - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა. მისი თქმით, ციფრული გზით მომსახურების სფეროში სახელმწიფომ დიდ წარმატებას მიაღწია.

„დიჯიტალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების მოგვარებისთვის რომელიც ბიზნესების განვითარების გზაზეა. სერიოზული პროგრესი გვაქვს საჯარო სექტორიდან მომსახურეობის ციფრული გზით მიღების კუთხით, ჩვენ გვინდა ეს ნიშნული 100%-ზე ავიყვანოთ. დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ როგორც საჯარო დაწესებულებებიდან, ასევე სახლიდან ან ოფისებიდან საჯარო მომსახურეობა ციფრული გზით მიიღონ, რაც მათ კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობს," -განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის განცხადებით, სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას მხარს უჭერს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system