თავში

მთავრობა პარლამენტს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას მომავალ კვირას წარუდგენს

მთავრობა პარლამენტს 2020 წლის ბიუჯეტის
მთავრობა პარლამენტს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას მომავალ კვირას წარუდგენს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დღეს გერმანიის საელჩოს ეკონომიკურ ატაშეს იან ბიტნერს შეხვდა. გერმანიის საელჩოს ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს. გერმანელი დიპლომატი განსაკუთრებით დაინტერესდა კომიტეტის როლზე ბიუჯეტის დაგეგმვის და მისი აღსრულების პროცესში საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმებზე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ირაკლი კოვზანაძის თქმით, საბიუჯეტო პროცესი გრძელდება და პარლამენტში მთავრობიდან 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია მომავალ კვირაში შემოვა. 

„2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ძალიან შრომატევადი და სკურპულოზური მუშაობა გველოდება“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. 

მისი თქმით, კანონპროექტში წარმოდგენილია ეკონომიკური სტაბილურობისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პარამეტრი. მათ შორის ბიუჯეტი მშპ-ს 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი. ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის 2,7%-ის დონეზე, შენარჩუნების პირობებში, კიდევ უფრო გაზრდილია თანხები სოციალური მიმართულებებით. 2020 წელს ქვეყანა 14 მილიარდ 212 მილიონს დახარჯავს, 800 მილიონი ლარით მეტს ვიდრე 2019 წელს. მომავალი წლიდან დაგეგმილია პენსიებისა და ხელფასების ზრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system