თავში

მთავრობა პრეზიდენტს ბიუჯეტს 2,2 მილიონით უზრდის

მთავრობა პრეზიდენტს ბიუჯეტს 2,2 მილიონით უზრდის
მთავრობა პრეზიდენტს ბიუჯეტს 2,2 მილიონით უზრდის

მთავრობა ხარჯების 221 მილიონი ლარით ზრდას არის გეგმავს. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირების გეგმა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ცვლილება შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობასაც, ის ბიუჯეტით თავდაპირველად გათვალისწინებულზე 2.2 მილიონი ლარით იზრდება და ჯამურად 8.2 მილიონ ლარს მიაღწევს.


ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს დამატებითი ხარჯები "ვიზიტებისა და ღონისძიებების" დასაფინანსებლად სჭირდება.

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამტკიცებული ასიგნებები გაიზარდა 2.2 მლნ ლარით და შეადგენს 8.2 მლნ ლარს. აღნიშნული ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით", - ნათქვამია 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტის განმარტებით ბარათში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system