თავში

მთავრობა საბანკო გარანტიის პროცენტს ტურისტულ კომპანიებს 6 თვე დაუსუბსიდირებს

მთავრობა პროცენტს ტურისტულ კომპანიებს 6 თვე დაუსუბსიდირებს
მთავრობა საბანკო გარანტიის პროცენტს ტურისტულ კომპანიებს 6 თვე დაუსუბსიდირებს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო ტურისტულ კომპანიებს საბანკო გარანტიის პროცენტს 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს.

ტურისტული კომპანიები ასევე ისარგებლებენ ყველა იმ საგადასახადო შეღავათით, რაც შეეხება ტურიზმში მოქმედ სხვა კომპანიებს და ყველა იურიდიული პირს, რომელიც ამ ბიზნესშია.

„ტურისტულ კომპანიებს სპეციფიკური პრობლემა დაუდგათ, რადგან ისინი არიან ჩართულები გლობალური დაჯავშნის სისტემაში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს საჰაერო ფრენების დაჯავშნა და მოვემსახუროთ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მოვიზიდოთ დიდი ნაკადი საერთაშორისო და უცხოელი ტურისტების. ამ გლობალური დაჯავშნის სისტემის ფარგლებში, მათ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც ითვალისწინებს საბანკო გარანტიების წარდგენას. საბანკო გარანტიების პროცენტები ამ პერიოდში, როცა ტურისტული ბიზნესი გაჩერებულია, მძიმე ტვირთად ადგება ტურისტულ კომპანიებს და მივიღეთ გადაწყვეტილება, ისევე როგორც ვეხმარებით სასტუმროებს და ვუსუბსიდირებთ საბანკო პროცენტს, აქაც საბანკო გარანტიის პროცენტი, ანალოგიური მექანიზმით 6 თვის განმავლობაში დავუსუბსიდიროთ ტურისტულ კომპანიებსაც," - განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system