თავში

მთავრობა პურის ფასის სუბსიდირებისთვის მზადაა

მთავრობა პურის ფასის სუბსიდირებისთვის მზადაა
მთავრობა პურის ფასის სუბსიდირებისთვის მზადაა

"არცერთი პურის ქარხანა და პურის საცხობი, რომლებიც ბაზრის 80%-ს აკმაყოფილებენ პურით, არ არიან დარჩენილი მიწოდების გარეშე," - ამის შესახებ მეხორბლეთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სილაგავა აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, რიგში დგანან ის კომპანიები, საცხობები და საწყობები, ასევე დისტრიბუტორები, რომლებიც შემდეგ ფქვილს გადაყიდიან.კომპანიები, რომლებიც ადრე მოდიოდნენ თვეში ორჯერ და ახლა, მოდიან თვეში ათჯერ, ჩვენ ვუთხარით, რომ ჩადგნენ რიგში. როგორც სილაგავა განმარტავს, ისინიც არ დარჩებიან ფქვილის გარეშე, მაგრამ, პირველ რიგში, მიწოდება მოხდება მათზე, ვინც ბაზარს პურით ამარაგებს.

რაც შეწეხება ფასს, ლევა სილაგავა ამბობს, რომ დღეს ბაზარზე ფქვილის ფასი სტაბილურია, იმ შემთხვევაში კი, თუ პურის ფასის ზრდა მოხდება, მთავრობა აამოქმედებს სუბსიდირების მექანიზმს.

"იმ შემთხვევაში კი, თუ ხორბალი მსოფლიო ბაზარზე კიდევ გაძვირდება ან ლარის კურსის მერყეობის გამო ეს აისახება პურზე, მექანიზმი არსებობს, როგორ დააზღვევს სახელმწიფო ფასის ზრდას. ეს შეიძლება საჭირო გახდეს 2 კვირაში, ან საერთოდ არ გახდეს საჭირო. მთავარია, მთავრობა მზად არის რისკების გადასაზღვევად," - აცხადებს ლევან სილაგავა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს მეორეჯერ შეხვდა.

საქართველოს რუსულ ხორბალზე მაღალი დამაკიდებულებისა და რუსული ხორბლის გაძვირებისა და, ზოგადად, ხორბლის საერთაშორისო ფასის მატების გამო, საქართველოში გამოითქვა ვარაუდი, რომ ხორბალი, ფქვილი და პური გაძვირდებოდა, თუმცა მინისტრმაც და მეხორბლეთა ასოციაციამაც ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.

მინისტრი დავითაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა გარანტირებულია.

შეგახსენებთ, საქართველოში პური და პურპროდუქტები წლიურ ჭრილში გაძვირებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system