თავში

მთავრობა სამაცივრე მეურნეობების მოწყობას მომავალ წელსაც დააფინანსებს

მთავრობა სამაცივრე მეურნეობების მოწყობას მომავალ წელსაც დააფინანსებს
მთავრობა სამაცივრე მეურნეობების მოწყობას მომავალ წელსაც დააფინანსებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ,,შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტს აგრძელებს. 2020 წლის ბიუჯეტში შემნახველი საწარმოების საგრანტო დაფინანსებისთვის 15 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული. უკვე დაფინანსებულ პროექტებს შორისაა კოოპერატივი ,,სანჩოს ბიჭები“, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა აგარაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობას წარმოადგენს. როგორც მეწარმემ ვეფხვია გრძელიშვილმა report.ge-თან საუბრისას აღნიშნა, მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად, 1 211 451 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 450 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 600 000 ლარი სახელმწიფო გრანტია.

სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 800 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 10 ადგილობრივია დასაქმებული.

,,რეგიონში სამაცივრე მეურნეობები ცოტაა. ამიტომ, როცა ახალი პროექტის შექმნაზე დავიწყეთ ფიქრი, სამიზნედ სწორედ ეს მიმართულება ავირჩიეთ. ვთვლი, რომ სწორი გათვლა გავაკეთეთ. აგარა ერთ-ერთი მოწინავე სოფელია რეგიონში, სადაც მეხილეობა კარგად ვითარდება, თუმცა ერთია მოსავლის მოყვანა და მეორე - მისი რეალიზაცია, რა მხრივაც დახმარება დაგვჭირდა და პროექტში ჩართვა გადავწყვიტეთ. ამავდროულად ჩირის საწარმოს გახსნაზეც ვფიქრობთ. რეგიონს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი და ერთად ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს”, - ამბობს ფერმერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system