თავში

მთავრობა სასურსათო ფასებს აზღვევს

მთავრობა სასურსათო ფასებს აზღვევს
მთავრობა სასურსათო ფასებს აზღვევს

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას "ფასების დასაჭერად" სუბსიდირებას აპირებს.

ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი, რძის ფხვნილი - ეს ფართო მოხმარების პროდუქტები ძირითადად იმპორტირებულია და მთავრობა იმპორტიორებს კურსთა შორის სხვაობას დაუფარავს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შესაბამის დადგენილებას ხელს დღეს მოაწერს, სადაც სუბსიდიის სქემის დეტალები იქნება გაწერილი. ეს მექანიზმი ძალაში ორშაბათიდან შევა და ყველა იმ ბიზნეს სუბიექტზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში კონკრეტული 9 პროდუქტის იმპორტს ახორციელებენ.

სამინისტროს განმარტებით, სუბსიდირების პროცესში ჩართული იქნება სამი მხარე - მთავრობა, იმპორტიორები და ბანკები და ეს ყველაფერი პრაქტიკაში ორშაბათიდან ამუშავდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამ ლარზე იქნება დაფიქსირებული კურსი და იმ კონკრეტულ დღეს, როცა იმპორტიორის მიერ პროდუქტის შეძენა მოხდება, სამ ლარზე მეტი თუ იქნება დოლარის ფასი, მაგალითად 3.15 ლარი, ამ 15-თეთრიან ფასნამატს მთავრობა გაუსწორებს, მას შემდეგ, რაც პროდუქტს შემოიტანენ და მისი განბაჟება მოხდება, ანუ ყველა საბუთი იქნება მიკვლევადი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის, თენგიზ კალანდაძის, სინფორმაციით, ცხრა პროდუქტის სუბსიდია მთავრობას თვიურად, დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაუჯდება. სუბსიდირება გაგრძელდება, სანამ კორონავირუსის ეფექტი სურსათის იმპორტიორებზე მეტნაკლებად არ მოიხსნება.

"ფასებს გავაკონტროლებთ 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო. ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, მსხვილ დისტრიბუტორებს. ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში გადავაზღვევთ განსხვავებას კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან. მსხვილი მომწოდებლები კომპენსაციას მიიღებენ იმისათვის, რომ მათ ფასი შეინარჩუნონ და არ გაზარდონ 9 მნიშვნელოვან პროდუქტზე. მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში გაკონტროლდება ფასი, გვექნება მკაცრი მონიტორინგი იმისათვის, რომ კონკრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინოს ფასის სპეკულაციური ზრდა," - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

 

 ეს ყველაფერი გაფორმდება,- აღნიშნა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system