თავში

მთავრობა თანამედროვე აგრო რეგიონების ჩამოყალიბებაზე იმუშავებს

მთავრობა თანამედროვე აგრო რეგიონების ჩამოყალიბებაზე იმუშავებს
მთავრობა თანამედროვე აგრო რეგიონების ჩამოყალიბებაზე იმუშავებს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, განცხადებით, 2020 წლის მონაცემებით შეღავათიანი აგრო კრედიტით ისარგებლა 24 000 მეტმა ბენეფიციარმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო 24 000 მეტ ადამიანთან მივიდა და დაეხმარა რათა სოფლის მეურნეობაში წარმატებისთვის მიეღწია. ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილია 11 ათას 200-მდე ახალი სამუშაო ადგილი. გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მეშვეობით 56 საწარმოში ერთი ათას 622 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

პროგრამა დანერგე მომავლის ფარგლებში დამტკიცებულია ბაღების 1,749 განაცხადი, რომელიც 10 ათას ჰექტარზე ხილის ბაღების გაშენებას ითვალისწინებს, რისთვისაც სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობამ შეადგინა 66 მილიონზე მეტი ლარი. აგრო დაზღვევამ კი ამ წლების განმავლობაში 19 ათასზე მეტ ბენეფიციარს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით შემოსავლის შენარჩუნების და რისკების შემცირების შესაძლებლობა მისცა - დაზღვეულ იქნა 828 მილიონამდე ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა.

„მე ოთხი წლის განმავლობაში გურიის რეგიონს წარმოვადგენდი პარლამენტში, მსგავსად სხვა რეგიონებისა, აქაც არათანაბარია აგრარული სექტორის განვითარება. ჩვენი განახლებული პოლიტიკით ეს უთანასწორობა უნდა აღმოვფხვრათ. ჩვენი პროგრამები უნდა მოვარგოთ რეგიონებს თავისი სპეციფიკის მიხედვით, რეგიონების პოტენციალის შესწავლით და ამის შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვა უნდა იყოს პრიორიტეტი მომავალში. ასევე ინდივიდუალურად უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ სექტორში მყოფი ადამიანების საჭიროებებზე და თანმიმდევრულად, დროულად გადავწყვიტოთ ისინი. ჩვენს პოლიტიკას მაშინ აქვს აზრი, თუ ის ადამიანებამდე აღწევს. აქამდე სწორედ ამ პრინციპით ვმუშაობდით და გამორჩეულად, ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი ვართ, სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ და მიზნად დავისახოთ, რომ შევქმნათ თანამედროვე აგრო რეგიონი და ამ რთულ პოსტ პანდემიურ პერიოდშიც კი გამარჯვებული გამოვიდეთ სიღარიბის დაძლევის გზაზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გუშინ საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. მთავრობის შემადგენლობას 89-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი, 2 დეპუტატი წავიდა.

მინისტრთა განახლებული კაბინეტი ასე დაკომპლექტდა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system