თავში

მთავრობა წელს ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ვარაუდობს

მთავრობა წელს ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ვარაუდობს
მთავრობა წელს ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ვარაუდობს

მთავრობა წელს ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ვარაუდობს. დამტკიცებულია 2021 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი, რომლის მიხედვითაც, წელს ელექტროენერგიის მოხმარება 12,923 მლრდ კვტ.სთ იქნება. მათ შორის, 650.8 მლნ კვტ.სთ სავარაუდოდ, ექსპორტზე გავა, ხოლო 2,699 მლრდ აფხაზეთისთვის იქნება მიწოდებული.

2021 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2021 წელს გამომუშავება 12.414 მლრდ იქნება. მათ შორის, თბოსადგურები 3 მილიარდ კილოვატ საათზე მეტს გამოიმუშავებენ, ჰიდროსადგურები 9.321 მლრდ-ს, ხოლო იმპორტი 1.16 მლრდ იქნება.

შეგახსენებთ, ელექტროენერგიის ბაზრის დერეგულირების პროცესი გრძელდება. წელს, თავისუფალ ბაზარზე „ენერგო პროსა“ და „თელასის“ მომხმარებელთა ნაწილი გავა.

2021 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წელს, „თელასიდან“ ბაზარზე გამსვლელი მომხმარებლების მოხმარება 13.5 მლნ კვტ.სთ იქნება, „ენერგო პროდან“ გასული მომხმარებლების მოხმარება 230.8 მლნ კვტ.სთ.

რეფორმის ფარგლებში იზრდება პირდაპირი მომხმარებლების წილი. 2021 წელს პირდაპირი მომხმარებლები ჯამში სავარაუდოდ, 2.3 მლრდ კვტ. სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system