თავში

მთავრობა წელს რთველს დაასუბსიდირებს

მთავრობა წელს რთველს დაასუბსიდირებს
მთავრობა წელს რთველს დაასუბსიდირებს

"კრიზისული ბიუჯეტის ნაწილში სუბსიდირების თანხა გვაქვს გათვალისწინებული. დაახლოებით 60 მილიონი ლარია, რაც სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით დაიხარჯება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა და განმარტა რომ ეს მთავრობას ვითარების დაბალანსების შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ნაკლებად მტკივნეულად გადაიაროს სექტორმა პრობლემები, როგორც მევენახეებმა, ასევე მეღვინეებმა.

დავითაშვილი განმარტავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მთავრობა ყურძნის ფასში სუბსიდირებას აღარ ახდენდა, თუმცა კორონავირუსმა ეს სექტორი ახლა სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა და მთავრობამაც სუბსიდირება აუცილებლობად მიიჩნია. მინისტრი წინასწარი პროგნოზით, სუბსიდიის მიუხედავად, წელს ყურძენზე მაღალი ფასი არ იქნება.

"სუბსიდიის რეჟიმიდან ფაქტობრივად გამოსულები ვიყავით, იმ მიზნით, რომ ჩვენ ფერმერებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ, რადგან ეს არის მალფუჭებადი პროდუქტი და მყისიერად უნდა დაბინავდეს, მინიმალური გარანტირებული პირობებით იმისთვის, რომ ფერმერებმა თავის დანახარჯის ამოღება შეძლონ და გარკვეული მოგებაც მიიღონ, სახელმწიფო გაწევს სუბსიდირებას, თუმცა სუპერ ფასების მოლოდინი ყურძენზე, წარმოუდგენელია. რესურსები შეზღუდულია და ყველაფერს ყურძნის შესაძენად ვერ დავხარჯავთ," - განმარტავს მინისტრი და დასძენს, რომ წელს ქვეყანაში დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი არსებობს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რომ მევენახეებს დაუბინავებელი ყურძენი არ დარჩეთ. ხელისუფლება მეღვინეებსაც რიგ შეღავათებს და დახმარებას შესთავაზებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system