თავში

მთავრობა ტურიზმიდან შემოსავლების 70%-იან კლებას პროგნოზირებს

მთავრობა ტურიზმიდან შემოსავლების 70%-იან კლებას პროგნოზირებს
მთავრობა ტურიზმიდან შემოსავლების 70%-იან კლებას პროგნოზირებს

მთავრობა წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების დაახლოებით 70%-ით შემცირებას ელის. ამის შესახებ აღნიშნულია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

„2020 წელს მოსალოდნელია მომსახურების ექსპორტის 55%-იანი კლება, სადაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება დაახლოებით 70%-ით“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ტურიზმის მხარდასაჭერად შეიმუშავა მიზნობრივი ღონისძიებები.

„ტურიზმის ინდუსტრიის ეკონომიკური სუბიექტები 2020 წელს სრულად თავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადავადება ხდება 2020 წლის ბოლომდე. მთავრობა 6 თვის განმავლობაში მოახდენს სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას 20 მილიონზე ნაკლები ბრუნვის მქონე სასტუმროებისთვის, რაც წარმოადგენს ქართული სასტუმრო ინდუსტრიის უდიდეს ნაწილს. კვების ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რითაც მათ საშუალება მიეცემათ, მოაგვარონ ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემები და დააფინანსონ ოპერაციული ხარჯები.ტურისტული კომპანიებისთვის/ტურ-ოპერატორებისთვის მთავრობა მოახდენს საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირებას 6 თვის განმავლობაში. მთავრობა ასევე განახორციელებს სპეციალურ აქტივობებს გიდებისა და სხვა პროფესიული ტურისტული სერვისების სწრაფი აღდგენის უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობა მოახდენს ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხების სუბსიდირებას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, COVID-19 პანდემიის შედეგად, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით შემცირდა 26%-ით.

შეგახსენებთ, მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედების 3-ეტაპიანი გეგმა შეიმუშავა. 15 ივნისიდანსაქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა უცხოელ დამსვენებლებსაც უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system