თავში

მთავრობა ტურიზმის აღდგენას რეგიონებიდან იწყებს

მთავრობა ტურიზმის აღდგენას რეგიონებიდან იწყებს
მთავრობა ტურიზმის აღდგენას რეგიონებიდან იწყებს

„ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა მაგალითად, თბილისიდან, რადგან იქ სხვა რისკებია და ამ რისკების მართვა თბილისში ცოტა უფრო რთულია, კახეთსა და რეგიონებში ბევრად უფრო მარტივია," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული. 

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და უკიდურესად გააზრებული, არანაირი ერთბაშად სწრაფი მოხსნები ვერ იქნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ საქართველოს, როგორც კოვიდ 19-თან ეფექტურად მებრძოლი და კოვიდის რისკების ეფექტურად მართვადი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამის გარეშე ვერანაირი ტურიზმი ვერ იქნება და არანაირი სტუმარი არ ჩამოვა. პირველ რიგში უნდა ვიყოთ კოვიდისგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ შეგვიძლია უკვე ყველაფერზე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system