თავში

მთავრობა ტურიზმის დამატებით დახმარებაზე ფიქრობს

მთავრობა ტურიზმის დამატებით დახმარებაზე ფიქრობს
მთავრობა ტურიზმის დამატებით დახმარებაზე ფიქრობს

მთავრობა უკვე ფიქრობს, ტურისტულ სექტორს დამატებით რით მიეხმაროს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორმა ისარგებლა სახელმწიფოს მიერ უკვე დაწესებული შეღავათით.

„ჩვენ პირველივე დღიდან აშკარად დავინახეთ, რომ დარტყმის პირველ ხაზზე იყო ტურისტული ბიზნესი. ეს იყო ყველაზე მძიმე შედეგი, რაც ქვეყნის ეკონომიკამ და ამ სექტორმა მიიღო და რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადების პირველ ნოემბრამდე. დღეს მინდა გითხრათ, რომ ამ შეღავათით ისარგებლა 4 500-მა ბიზნესმა და 90 მლნ-ის ვალდებულებები გადავადდა, თუმცა აქ კარგად ჩანს რას ნიშნავს გლობალური პანდემიის გამოწვევა, როდესაც შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზირება. დღეს ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს შეღავათი უკვე აქტუალური აღარ არის. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ სექტორისთვის მხოლოდ ეს შეღავათი უკვე საკმარისი არ არის და მთავრობა უკვე ფიქრობს იმაზე, რომ ტურისტულ სექტორს დამატებით რითი მიეხმაროს. ეს არის ის ძირითადი სპეციფიკა, რომელიც ამ გლობალურ პანდემიას ახლავს, როდესაც შეუძლებელია გრძელვადიან პროგნოზირებაზე მკაცრად, აკადემიურად საუბარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს

მთავრობა ბიზნესს დღგ-ს უკან დაუბრუნებს.

კომპანიები, რომელიც შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში750 ლარის ოდენობის სრულ სუბსიდირებას მიიღებს საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება სულ 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მეწარმეების დასახმარებლად მთავრობა "აწარმოე საქართველოს" პროგრამას აფართოებს და თანადაფინანსებას ზრდის.

მთავრობა ეხმარება სოფლის მეურნეობის სექტორის მეწარმეებსაც.

მთავრობისთვის პრიორიტეტული ხდება ფერმერი და სოფლის მეურნეობა.

აგროწარმოებაში ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მასშტაბური სამუშაოები იწყება.

იცვლება "შეღავათიანი აგროკრედიტის" დაფინანსების მიღების პირობები.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

დაჩქარდება მიწის სისტემური რეგისტრაციის ტემპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system