თავში

მთავრობა უხელფასო შვებულებაში მყოფებსაც დაეხმარება

მთავრობა უხელფასო შვებულებაში მყოფებსაც დაეხმარება
მთავრობა უხელფასო შვებულებაში მყოფებსაც დაეხმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობის დახმარება იმ ადამიანებსაც შეეხება, რომლებიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

მისი თქმით, კომპანიის მიერ დეკლარაციის ჩაბარებისას გაირკვევა, კომპანიამ დასაქმებულები შეინარჩუნა, ან უხელფასო შვებულებაში გაუშვა თუ არა.

„რაც შეეხება კომპანიებს. აქ ძალზედ მნიშვნელოვანია, დეკლარაციის ჩაბარების დროს, მაგალითად 15 მაისს, გამოჩნდება წინა დეკლარაციებთან შედარებით კომპანიამ ადამიანი შეინარჩუნა სამსახურში თუ არა. ასევე გამოჩნდება, ადამიანი გაუშვა უხელფასო უხელფასო შვებულებაში თუ არა. მინდა, ასევე გითხრათ, რომ ეს დახმარება შეეხება ადამიანებს, რომლებიც კომპანიამ ასევე უხელფასო შვებულებაში გაუშვა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გვესმის, რომ ფორმალური დასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ნაწილში, არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიო დგას გამოწვევის წინაშე. ამიტომ, ჩვენი დახმარების ხასიათიც არის ექვსთვიანი. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ დახმარებას მდგრადი ხასიათი მივცეთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ დახმარება უნდა იყოს მდგრადი და არა ერთჯერადი.

რა თქმა უნდა, შეგვეძლო, პოპულისტურად გამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ ვეხმარებით ერთჯერადად ამდენით, არა, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს დახმარება იყოს მდგრადი. ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, საუკეთესო გამოცდილება და შესაბამისად ეს მისცემს შესაძლებლობას ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის მინიმუმი, იმ აუცილებელის მინიმუმი, რომელიც დღეს ქვეყანას შეუძლია და ყველამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავრობისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ის მწირი რესურსი, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ, რათა სოციალური დახმარების სახით გავცეთ, პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად და სამართლიანად. ეს არის ჩვენი მიდგომა და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად სოციალურად მგრძნობიარე ყველა ფენა მოგვეცვა, დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, ამ მიზანს მივაღწევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს

დახმარებას მიიღებენ თვითდასაქმებულებიც, მას შემდეგ, რაც მთავრობა მათ იდენტიფიცირებას მოახდენს.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მთავრობამ მეწარმეების მეტი მხარდაჭერისთვის "აწარმოე საქართველოს" პროგრამაში თანადაფინანსების მექანიზმი შეცვალა და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზარდა.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system