თავში

მთავრობამ 35 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

მთავრობამ 35 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
მთავრობამ  35 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

დღეს, 2021 წლის 27 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 73 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.450 პროცენტით, მაქსიმალური 8.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.650 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ფინანსთა სამინისტროს 31 მარტის მდგომარეობით, მთავრობის საშინაო ვალი 5.9 მლრდ ლარს უტოლდება.

საგარეო ვალთან ერთად, შიდა ვალიც მატულობს.

ერთი კვირის წინ მთავრობამ დღეს 35 000 000 ლარის შიდავალი აიღო.

ცნობისთვის, შიდავალის ზრდას საგანგაშოდ მიიჩნევენ და მთავრობას შიდა ვალის აღებას არ ურჩევენ. სპეციალისტების შეფასებით, შიდა ვალის ზრდა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს და ფინანსური სექტორის განვითარებასაც აფერხებს. როგორც ფინანსისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, საგარეო ვალთან დაკავშირებით ეს რისკი ნაკლებადაა, ხოლო შიდა ვალის შემთხვევაში ეს ფული აკლდება ბანკებს და ეკონომიკის სტიმულირებისთვის მათ რეალურად ნაკლები რჩებათ. ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს შიდა ვალის მართვის ეფექტიანი სტრატეგია არ გააჩნია. არ მუშაობს შიდა ვალის ხარჯვის მექანიზმი, რის გამოც არსებობს საფრთხე, ეს რესურსი არაეფექტურად დაიხარჯოს, რითაც ზარალდება ეკონომიკა და ლარიც კურსიც უფასურდება. სპეციალისტები შიდა ვალის ზრდას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ იმ პირობით, თუ ქვეყანა აღებული სესხის უკუგებას ახერხებს. თუ უკუგება არ ხდება, ფინანსისტები მაბობენ, რომ ასეთი ვალი ეკონომიკისთვის ზიანის მომტანია, რადგან ეს რესურსი ქვეყნის კეთილდღეობას ვერ ხმარდება.

საგარეო ვალის საგანგაშო ზრდის გამო ფინანსისტები ხედავენ რისკს, რომ საქართველოს სუვერენული დეფოლტის საფრთხე დაემუქროს. მათი თქმით, საქართველოს, როგორც არამწარმოებლური ეკონომიკის ქვეყანას, ამ ვალის მომსახურება ძალიან გაუჭირდება. ანალიტიკოსების განმარტებით, საგარეო ვალის ზღვარი მშპ-თან საშიშ დონეზეა და მთავრობის მხრიდან შესაბამისი ზომებია მისაღები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system