თავში

მთავრობამ 35 მლნ. ლარის შიდავალი აიღო

მთავრობამ 35 მლნ. ლარის შიდავალი აიღო
მთავრობამ 35 მლნ. ლარის შიდავალი აიღო

2021 წლის 23 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ხუთწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 83 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.950% პროცენტით, მაქსიმალური 8.065 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.020 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system