თავში

მთავრობამ 6 თვეში 1.5 მილიარდი ლარის საშემოსავლო გადასახადები აკრიფა

მთავრობამ 6 თვეში 1.5 მილიარდი ლარის საშემოსავლო გადასახადები აკრიფა
მთავრობამ 6 თვეში 1.5 მილიარდი ლარის საშემოსავლო გადასახადები აკრიფა

2021 წლის 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდი ლარი შეადგინა და ამ მხრივ გეგმა თითქმის 100%-ითაა შესრულებული. 

შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2020 წლის საგადასახადო შესრულებასთან მიმართებით 414 მილიონი ლარით ანუ 9%-ით მეტია.

მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტმა 556 მლნ ლარი მიიღო, რაც ჩამოუვარდება საპროგნოზო მაჩვენებელს, რადგან მთავრობა მოგების გადასახადიდან 6 თვეში 53 მლნ ლარით მეტს ელოდა.

რაც შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2021 წლის იანვარ-ივნისში დღგ-ის სახით 2.17 მილიარდი ლარი აკრიფა, რაც 2020 წელთან შედარებით 27.5%-ით მეტია. 

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში დღეს გაიმართება. ხოლო, ბიუჯეტს კენჭს 22 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უყრიან.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველი 4.3%-დან იზრდება 7.7%-მდე. ასევე იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 3,8%-დან 7.5%-მდე.

2021 წლისთვის განახლებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 57,2 მლრდ ლარს შეადგენს, ნაცვლად გასული წლის დეკემბრის პროგნოზით არსებული 53,4 მლრდ ლარისა.

ვალის აღების მაჩვენებელი 154,9 მლნ ლარით მცირდება. როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით ნაერთი ბიუჯეტის არადეფიციტური შემოსულობები (ვალის აღების გამოკლებით) ჯამში 1 467,0 მლნ ლარით იზრდება, ხოლო ჯამური შემოსულობები 1 312,1 მლნ ლარით და 20 363 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 1 174.9 მლნ ლარით და შეადგენს 17 933.1 მლნ ლარს. მათ შორის, შემოსავლები - 12 249.0 მლნ ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system