თავში

მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულება გაუწყვიტა - VIDEO

მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულება გაუწყვიტა
მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულება გაუწყვიტა - VIDEO

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.

"2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელმაც ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება მოიპოვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან, რითაც მთავრობას წარმოეშვა ხელშეკრულების მოშლის სრული და უპირობო უფლება. 2017 წლიდან დღემდე ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულება, ვერ მიაღწია ხელშესახებ შედეგს და ვერ წარმოადგინა პროექტის განვითარების რეალური ხედვა, საქართველოს მთავრობამ მიიჩნია, რომ კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების მორიგი გადავადება ვერ უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მიღწევას. ვინაიდან კონსორციუმთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაჭიანურებამ შეიძლება დააზიანოს ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობას საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული.

საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system