თავში

მთავრობამ დისტანციურად მუშაობის რეკომენდაცია გასცა

მთავრობამ დისტანციურად მუშაობის რეკომენდაცია გასცა
მთავრობამ დისტანციურად მუშაობის რეკომენდაცია გასცა

კორონავირუსის გავრცელების გამო, მთავრობა  კერძო და საჯარო სტრუქტურებს რეკომენდაციით მიმართავს.

ხელისუფლება მათ დისტანციური შრომის რეჟიმზე გადასვლას სთხოვს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,ვისი ადგილზე მუშაობაც აუცილებელი არაა, დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადავიდეს.

"საქართველოს მთავრობას და ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას", - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system