თავში

მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 35 მილიონი ლარი ისესხა

მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 35 მილიონი ლარი ისესხა
მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 35 მილიონი ლარი ისესხა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 35 მილიონი ლარი ისესხა. აუქციონში მონაწილეობა 5-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

2021 წლის 22 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მოთხოვნამ 83 750 000 ლარი შეადგინა, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.050 პროცენტით, მაქსიმალური კი 9.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.085 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system