თავში

დავით ბაქრაძე: წელს მთავრობამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ჭარბი შიდა ვალი აიღო

მთავრობამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ჭარბი შიდა ვალი აიღო
დავით ბაქრაძე: წელს მთავრობამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ჭარბი შიდა ვალი აიღო

"საქართველოს მთავრობა ნახევარ მილიარდ შიდა ვალს იღებს"- ამის შესახებ "ევროპული საქარველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაქრაძის განმარტებით, პარლამენტში შევიდა მთავრობის ინიციატივა 2019 წლის საბიუჯეტო ცვლილებების განხილვის შესახებ, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებას ითვალისწინებს. ბაქრაძის თქმით, "ევროპული საქართველო" ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.

"ეს ცვლილებები არის სიმბოლური და კარგად ასახავს იმ მდგომარეობას რაც დღეს არსებობს ქვეყანაში. ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას ატყუებს, ჩვენ გვახსოვს პრემიერის გამოსვლა პარლამენტში, რომელმაც ბრძანა, რომ ლარი იმიტომ უფასურდება თურმე, რომ მთავრობა არ იღებს ვალებს, ამ საბიუჯეტო ცვლილებებით საქართველოს მთავრობა დამატებით იღებს 500 მილიონიან შიდა ვალს. მხოლოდ წელს აღებული ჩვენი შიდა ვალი იქნება 900 მილიონი. არასდროს საქართველოს ისტორიაში ქვეყანას ამხელა ვალი არ ქონია, ეს არის თანხა რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენ და ჩენმა შვილებმა, ეს არის ის, რის ხარჯზეც მთვრობას შემოაქვს ცვლილებები. ჩვენ მიგვაჩნია საგანგაშოდ ქვეყნის შიდა და გარე დავალიანების ასეთი გაზრდა. მეორე მიზეზი გახლავთ ის რომ ეს ცვლილებები კარგად აჩვენებს მენეჯმენტის უუნარობას, რომელიც გააჩნია დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც ვერ მოახერხა აეთვისებინა შეღავათიანი კრედიტი, უბრალოდ თავმოუბმელობის და არაკომპეტენტურობს გამო ვერ მოახერხა აეთვისებინა ეს კრედიტი და იძულებული ვართ ავიღოთ შიდა ვალი. ეს არის მათი უუნარობა და არაკომპეტენტურობა."-განაცხადა ბაქრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system