თავში

მთავრობამ მოქალაქეებზე 56 397 100 ლარის კომპენსაცია გასცა

მთავრობამ მოქალაქეებზე 56 397 100 ლარის კომპენსაცია გასცა
მთავრობამ მოქალაქეებზე 56 397 100 ლარის კომპენსაცია გასცა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 165 626 თვითდასაქმებული. მათგან 104 547 პირმა მიიღო 300 - ლარიანი კომპენსაცია და სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 033 000 ლარს. 

თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

შეგახსენებთ, 300- ლარიანი კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია გუშინ დასრულდა. ამ თანხის ასარებად რეგისტრაცია 15 ივლისამდე გაგრძელდება იმ პირებისთვის, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში სეზონურ სამუშაოებზე საზღვარგარეთ გადიოდნენ.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით, დახმარებები გათვალისწინებულია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

უხელფასო შვებულებაში მყოფებსა და უმუშევრად დარჩენილებს მთავრობა 6 თვეის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარა.

300-ლარიანი დახმარება შესთავაზა ხელისუფლებამ თვითდასაქმებულებს.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა ბიზნესს დღგ-ს უკან უბრუნებს.

კომპანიები, რომელმაცც შეინარჩუნესენ სამუშაო ადგილები, 6 თვის განმავლობაში750 ლარის ოდენობის სრული სუბსიდირება მიიღო საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლებამ ჯამში 3 მილიარდ ნახევარი დახარჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system