თავში

მთავრობამ საგადასახადო შემოწმებების მიდგომა შეცვალა

მთავრობამ საგადასახადო შემოწმებების მიდგომა შეცვალა
მთავრობამ საგადასახადო შემოწმებების მიდგომა შეცვალა

„საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო ფინანსების მართვის მნიშვნელოვანი და შესაძლებელია ითქვას ყველაზე სენსიტიური მიმართულებაა, ვინაიდან საბიუჯეტო და ვალის მართვის პოლიტიკისგან განსხვავებით, პირდაპირ ვრცელდება ბიზნესსექტორზე“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, მიმდინარე წელს, არსებითად შეიცვალა მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში და ნაცვლად 3-წლიანი სრული გასვლითი შემოწმებებისა, აქცენტი გაკეთდა თემატურ შემოწმებებზე.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს სპეციალურ პროგრამას ნებაყოფლობითი დეკლარირების უზრუნველსაყოფად, რომლის ამოქმედების შემდგომ დეკლარირებული გადასახადის დროული გადახდის მაჩვენებელი გაიზარდა 98%-მდე, რაც დადებითად აისახა საგადასახადო შემოსავლებზე.

„თემატური შემოწმებები განპირობებულია დღგ-ის დეკლარაციების კონტროლის სისტემით, რომელიც კონცენტრირებულია კონკრეტულ საგადასახადო რისკზე და შესაბამისად, არ ხდება სრული საგადასახადო შემოწმების ჩატარება. დღეს, საგადასახადო შემოწმებები კანონდარღვევის პრევენციაზეა ორიენტირებული, რამაც თავის მხრივ, შეამცირა დარიცხულ თანხებზე დავები და ორჯერ 12%-იდან 25%-მდე გაზარდა დარიცხული თანხების გადახდის მაჩვენებელი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system