თავში

მთავრობამ საქართველოს ფოსტის რეფორმირებაზე იმსჯელა

მთავრობამ საქართველოს ფოსტის რეფორმირებაზე იმსჯელა
მთავრობამ საქართველოს ფოსტის რეფორმირებაზე იმსჯელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა საქართველოს ფოსტის თემაზე გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, როგორც საქართველოს ფოსტის მიმდინარე აქტივობა, ასევე შესაძლო გეგმები, რა ფორმით შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ფოსტაზე სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რათა გაიზარდოს მისი მართვის ეფექტურობა და განხორციელდეს კერძო ინვესტიციები.

შეხვედრაში პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობდნენ.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმისა და პრივატიზაციის დაჩქარების გეგმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.

საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. 2020 წელს მოემსახურა 2 524 201 საცალო მომხმარებელს და 3 000-მდე კორპორატიული კლიენტს.

ცნობისთვის, საფოსტო და საკურიერო ბიზნესი საქართველოში 3.9 ათას კაცს ასაქმებს. მათ შორის 868 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია. საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 90,2 მლნ. ლარი შეადგინა.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგი შემუშავდება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით ახალ ეტაპზე გადადის. ხოლო პირველი ასეთი სახელმწიფო საწარმო იქნება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომლის რეფორმირების მოსამზადებელი ეტაპი 1,5 წლის წინ დაიწყო.  სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმართ უნდობლობაა. "ლელოს" ერთ-ერთი წევრი გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ ეს არის მორიგი ბლეფი. მიქაუტაძე დარწმუნებულია, რომ ამას ისევე არ მოყვება შედეგი, როგორც აქამდე მთავრობის გაკეთებულ მსგავს არაერთ განცხადებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system