თავში

მთავრობამ შესაძლოა სასურსათო პროდუქტების ფასები ისევ დაასუბსიდიროს

მთავრობამ შესაძლოა სასურსათო პროდუქტების ფასები ისევ დაასუბსიდიროს
მთავრობამ შესაძლოა სასურსათო პროდუქტების ფასები ისევ დაასუბსიდიროს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მთავრობამ სასურსათო პროდუქტების ფასის ზრდა კვლავ დააზღვიოს.

მინისტრის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი და თუ საჭირო გახდება, მთავრობა საბაზრო პროცესს დააბალანსებს.

„ვნახოთ ლარის კურსიც როგორ წარიმართება, ძალიან დიდია საგარეო ფაქტორი, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ფაქტორებსაც. სიტუაციიდან გამომდინარე მოგვიწევს მოქმედება“, - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ პროექტისთვის გამოყოფილი 10 მილიონი სრულად არ დაიხარჯა და დაზოგილი თანხა სხვა პროექტების დასაფინანსებლად მიიმართა.

„რა თქმა უნდა, შორს ვართ აზრისგან, რომ ყველა ფასი პანდემიამდე ნიშნულზე დავიჭირეთ. ეს შეუძლებელია და ამას მთელი საბიუჯეტო რესურსი არ ეყოფოდა. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს აქვს სოციალური და ეკონომიკური დახმარების ნაწილში პაკეტი იყო უპრეცენდენტოდ მაღალი. ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ შევინარჩუნეთ დარგები, სექტორები“,-აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, გაზაფხულზე, პანდემიის პირველი ეტაპის დროს, 9 სასურსათო პროდუქტის ფასების დასაძღვევად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. 

პროგრამა ითვალისწინებდა იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებასსეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

როგორ იმუშავა სურსათის დაზღვევის პროგრამამ, გაეცანით აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system