თავში

მთავრობას ბიზნესთან ჯანსაღი და საქმიანი კომუნიკაცია არ აქვს - გიგლა მიქაუტაძე

​მთავრობას ბიზნესთან ჯანსაღი და საქმიანი კომუნიკაცია არ აქვს
მთავრობას ბიზნესთან ჯანსაღი და საქმიანი კომუნიკაცია არ აქვს - გიგლა მიქაუტაძე

„ლელო საქართველოსთვის“ სრულად იზიარებს ბიზნესასოციაციების დღევანდელი განცხადების შინაარსს, რომლებიც ეკონომიკის გახსნას ითხოვენ და რომელიც ადასტურებს იმას, რომ მთავრობას ბიზნესთან ჯანსაღი და საქმიანი კომუნიკაცია არ გააჩნია და გადაწყვეტილებებს მათთან კონსულტაციების გარეშე იღებს. 

"მისასალმებელია ბიზნესის გააქტიურება და პოზიციის ღიად დაფიქსირება. მთავრობის გადაწყვეტილებებზე უპირობო დამორჩილების დრო უნდა დასრულდეს. საზოგადოების უდიდესი ნაწილი სახელმწიფოებრივად შეხვდა მთავრობის აქამდე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას, თუმცა მათ ერთხელაც არ წარმოუდგენიათ აქამდე გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში, როგორც ამას აკეთებენ პასუხისმგებლიანი მთავრობები სხვა ქვეყნებში. მოვუწოდებთ მთავრობას უახლოეს დღეებში მოსახლეობას წარუდგინოს 2 თვიანი მკაცრი შეზღუდვების დეტალური ანგარიში და გააცნოს საზოგადოებას ეკონომიკის გახსნის გეგმა," - აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" წევრი გიგლა მიქაუტაძე. 

დღეს 13 ასოციაციამ კრიზისიდან გამოყვანის დარგთაშორისი ინიციატივა გამოაქვეყნა და მთავრობას მოთხოვნები წამოუყენა. 

ესაა 6-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ბიზნესი ხელისუფლებას სთაზობს. მას ხელს აწერენ: საქართველოს რესტორატორტა ასოციაცია (200 000 პერსონალი); საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (15 000 პერსონალი); საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია (400 პერსონალი); საქართველოს რითეილერთა ასოციაცია (25 000 პერსონალი); საქართველოს დისტრიბუტორტა ასოციაცია (15 000 პერსონალი); საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (70 000 პერსონალი); საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი (30 000 პერსონალი); საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (3 000 პერსონალი); საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია (17 000 პერსინალი); საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია (50 000 პერსონალი); საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორი“ (2 000 პერსონალი); მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია (1 000 პერსონალი); საქართველოს სალონების და ესთეტიკის ცენტრების ფედერაცია (500 პერსონალი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system