თავში

მთავრობას COVID-ვაქცინისთვის 18 მილიონი აქვს მობილიზებული

მთავრობას COVID-ვაქცინისთვის 18 მილიონი აქვს მობილიზებული
მთავრობას COVID-ვაქცინისთვის 18 მილიონი აქვს მობილიზებული

მთავრობას COVID-19 ვაქცინისთვის 18.0 მლნ ლარი აქვს მობილიზებული. ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

ჯანდაცვის მკვლევართა ინფორმაციით, გაისად კოვიდ-ღონისძიებებზე გათვლილი 400 მილიონიდან, ყველაზე მეტი, 107.1-ის დახარჯვა დაგეგმილია ტესტებზე, მედიკამენტებზე, ტექნიკაზე, ტრანსპორტსა და სხვა ტიპის მომსახურების შესყიდვაზე.

74.0 მლნ ლარი მოხმარდება საკარანტინე სივრცეებს, ცხელების კლინიკებსა და ბინაზე პაციენტების მართვას, მონიტორინგსა და სამედიცინო მომსახურებას.

37.1 მლნ ლარია გათვალისწინებული ტესტირებაზე, სპეც.აღჭურვილობასა და სხვა სამედიცინო სახარჯი მასალის შესაძენად.

COVID-19 ვაქცინისთვის კი 18.0 მლნ ლარია გათვლილი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის COVID ბიუჯეტს, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში COVID-19 პანდემიის სამართავად გამოყოფილი თანხები 239 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც, 9 დეკემბრის მდგომარეობით, 90% ათვისებულია, ხოლო გასახარჯია 25,1მლნ ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system