თავში

მთავრობას ფქვილის სუბსიდირების გაზრდა მოუწევს

მთავრობას ფქვილის სუბსიდირების გაზრდა მოუწევს
მთავრობას ფქვილის სუბსიდირების გაზრდა მოუწევს

ფქვილის სუბსიდირება შესაძლოა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდეს. „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში" ელიან, რომ აპრილსა და მაისში ფქვილის სუბსიდირების პროგრამა გაზრდილი სუბსიდიით გაგრძელდება. 

ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სილაგავა განმარტავს, რომ სუბსიდიის ახალი წესის ამოქმედებით ახალი წლიდან სუბსიდიის თანხაც იბეგრება უკვე დღგ-თი. მისი თქმით, ამჟამად ერთ ტომარა ფქვილზე 15-ლარიანი სუბსიდირება მოქმედებს. მას აკლდება დღგ-ის ბეგარა 2,7 ლარი, გაძვირებული ელექტროენერგიის ხაჯი 1,50 ლარი და ეფექტური თანხა რჩება 11 ლარი. მეხორბლეთა ასოციაციის განმარტებით, ფასები არ დაწეულა არც ხორბალზე და არც ფქვილზე; სამიზნე ფასი მეპურეების მიერ მოთხოვნილი წისქვილ-კომბინატებიდან ისევ 53 ლარია, იმისთვის რომ პური არ გაძვირდეს და სწორედ ამიტომ მეხორბლეების დათვლით სუბსიდირების თანხა უნდა დაკორექტირდეს იმგვარად, რომ ეფექტური თანხა 15 ლარის ფარგლებში იყოს.

ცნობისთვის, პროგრამა, რომელსაც პურის ე.წ სოციალური ფასი უნდა შეენარჩუნებინა 1 დეკემბერს 4 თვით 31 მარტამდე ამოქმედდა. გაგრძელდება თუ არა სუბსიდირების პროგრამა, ამაზე კონკრეტული პასუხი ბაზრის მოთამაშეებს სამინისტოროსგან ჯერ აქვთ.მათი თქმით, თუ პროგრამა არ გაგრძელდება ბაზარზე პურის ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება. ასოციაციის პრეზიდენტის, ლევან სილაგავას განმარტებით, პროგრამის გარეშე პური, სავარაუდოდ, 15-20 თეთრით გაძვირდება

სუბსიდირება მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ფქვილის ფასმა 53 ლარიან ნიშნულს გადააჭარბა. თავდაპირველად, საბაზრო ფასი 61-დან 65 ლარამდე მერყეობდა ამჟამად კი 68 ლარია.

საქართველოში პური გაძვირდა როგორც წლიურ ისე თვიურ ჭრილში. ეს დასტურდება საქსტატის თებერვლის ინფრაციის მაჩვენებლებით. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით პური და პურპროდუქტები 1.5 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო წლიურ ჭრილში, ანუ ბოლო 12 თვის განმავლობაში, ქვეყანაში პურისა და პურპროდუქტების 8.7 პროცენტიანი მატება ფიქსირდება. ეს აუცილებელი და ყველაზე მასობრივი მოხამრების პროდუქტი საქართველოში გაძვირდა იანვარშიც. 2021 წლის იანვარში 2020 წლის იანვართან შედარებით ყვეყანაში პური და პურპროდუქტები 7.5 პროცენტით გაძვირდა.

საქართველოს ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებით, რომ არა სახელმწიფო სუბსიდირება, პური კიდევ უფრო გაძვირდებოდა. ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სოლაგავა დიდი ხანია მატკიცებს, რომ სუბსიდირების პროგრამა რომ არ არ მუშაობდეს, პურის ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა. სუბსიდირების პროგრამა, რომლითაც მთავრობამ პურის გაძვირება დააზღვია, ორი ტენდერით ხორციელდება: პირველი ტენდერის გამოცხადებისას, პირველი ხარისხის ფქვილზე სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იყო 10-ლარიანი სუბსიდირება, ხოლო მეორე ტენდერის ფარგლებში საჭიროა 15-ლარიანი სუბსიდირება. მთავრობამ 1 ტომარა ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა გაზარდა. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.

საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, თქმით, ამჟამად კი ქვეყანას, თითქმის, 3 თვის მარაგი, 1500 ტონა ხორბლის მარაგი აქვს, რაც იძლევა ბაზრის რყევების აცილების შესაძლებლობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system